Image Description

სიტყვა „Grandeur“ ძველი ფრანგულიდან მოდის, რაც სიდიადის აღმატებას ნიშნავს. მოგვიანებით იგი ინგლისურ ენაშიც დამკვიდრდა და გამოიყენებოდა შთამბეჭდავი ბრწყინვალების აღსაწერად, მათ შორის აფრიანი ფრეგატების. ამ შემთხვევაში სიდიადე მისი ფორმის და მდიდრული მახასიათებლების შთამბეჭდაობის და პრესტიჟული თვისებების აღსაწერად გამოიყენება, რაც მას სხვა ნავებისგან განასხვავებს.

სასტუმრო Grandeur Hotel შეიქმნა ფუფუნებისა და დახვეწილობის მაგალითად. მდიდრული იახტის თანამედროვე ფორმით შთაგონებული სასტუმროს უნიკალური დიზაინი ნავის ფორმას წააგავს, რაც მას უდაოდ გამორჩეულს ხდის.

პრეზენტაციის ნახვა

სახელწოდება "Grandeur" შერჩეულ იქნა სასტუმროს განლაგების და ფორმის ასასახად, რომელიც ზუსტად განასახიერებდა მის ელეგანტურ დახვეწილობას. Grandeur Hotel-ის თითოეული ნომერი სტუმრებს სთავაზობს სივრცეს, ზღვის და ბათუმის ბულვარის განსაცვიფრებელ ხედებს, რაც დაუვიწყარი დასვენების საწინდარია.

Grandeur Hotel-ი მომხმარებელს 100-ზე მეტ ნომერს სთავაზობს. მისი უნიკალური დიზაინი, რომელიც წააგავს მდიდრული იახტის ფორმას, მას ინდივიდუალურ ელფერს ანიჭებს.

Image Description
Image Description
Grandeur Hotel-ის ნომრები ფართე და მდიდრულია, ხის და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია ქმნის თბილ და დამსვენებლისთვის კომფორტულ გარემოს. სასტუმროს გარდამავალი სივრცე სტუმრებს თავისუფლებისა და რელაქსაციის განცდას უქმნის. ნომრის ვიტრაჟული ფანჯრები, არა მხოლოდ ბუნებრივი სინათლის წყაროა, არამედ ზღვის სილაჟვარდესაც ირეკლავს. რაც შესაძლებელს ხდის დატკბეთ მიმდებარე ლანდშაფტის სილამაზით თუნდაც საწოლიდან. აივნები კიდევ ერთი დამატებითი სივრცეა განტვირთვის და არაჩვეულებრივი ხედების დასათვალიერებლად. სასტუმროს უპირატესობასც ეს არის , სრულყოფილი დასვენება და განტვირთვა გარე სამყაროსგან.
Grandeur Hotel არის პრესტიჟული White Sails კომპლექსის ნაწილი, ექსკლუზიური ადგილი საკურორტო სტილის მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ მაქსიმალურ კომფორტს. როგორც Grandeur Hotel-ის სტუმარი, თქვენ გექნებათ წვდომა White Sails-ის კომპლექსში შემავალ ყველა ობიექტზე, მათ შორის ღია აუზზე თავისი ბარით და ცოცხალი მუსიკით .შიდა ეზო, თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, იდეალური ადგილია განტვირთვის და ძალების აღდგენისათვის. ოჯახები ისარგებლებენ საბავშვო მოედნით, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გაერთონ , სანამ მშობლები აუზთან ისვენებენ. ეძებთ რომანტიკულ დასვენებას ან მივლინებას ოჯახურ გარემოში ? Grandeur Hotel White Sails გთავაზობთ ფუფუნების, კომფორტისა და გართობის სრულყოფილ ნაზავს. დახვეწილი ნომრები, მომაჯადოებელი ხედები და ელეგანტური დიზაინი, ეს ყველაფერი სტუმრებს შეუძლიათ შეიგრძნონ სასტუმროს ნომერში შებიჯებისთანავე.
Image Description
Image Description

Grandeur Hotel-ში ყველა ნომერი გთავაზობთ ხედს ზღვაზე, საკუთარი აივნით და თანამედროვე კეთილმოწყობით, ელეგანტური დეკორი და თანამედროვეობა ქმნის მშვიდ ატმოსფეროს.

1. STD DBL/TWN : ამ კატეგორიის ნომრები გთავაზობთ კომფორტულ დასვენებას ზღვის ხედით. ნომერი გაფორმებულია ელეგანტური დეკორით, აქვს საკუთარი აივანი.

2. Executive Double Sea View: ეს კატეგორია გთავაზობთ კიდევ უფრო მდიდრულ დასვენებას. ნომერი გაფორმებულია თანამედროვე დეკორით და აქვს საკუთარი აივანი.

3. Junior Suite Sea View: ეს კატეგორია გთავაზობთ უფრო სივრცით და ელეგანტურ დასასვენებელ ადგილს ზღვის ხედით. ნომერი გაფორმებულია თანამედროვე დეკორით, აქვს მოსასვენებელი სივრცე და აივანი.

4. Junior Suite with Panoramic Sea View: ეს კატეგორია გთავაზობთ დასვენებას ზღვის პანორამული ხედით. ნომერი გაფორმებულია ელეგანტური დეკორით, აქვს მოსასვენებელი სივრცე და საკუთარი აივანი.

5. Terrace Suite: ეს კატეგორია გთავაზობთ დასვენებას ასევე ზღვის ხედით და დიდი ტერასით. ნომერი თანამედროვედ დეკორირებულია, აქვს მოსასვენებელი სივრცე და ტერასა.

6. Two Bedroom Deluxe: ეს კატეგორია გთავაზობთ ორ ცალკე საძინებლიან ნომერს, ზღვის არაჩვეულებრივი ხედით. ნომერი ელეგანტურად დეკორირებულია, აქვს მოსასვენებელი სივრცე და აივანი.

7. Presidential Suite: ეს კატეგორია გთავაზობთ ყველაზე მდიდრულ და კომფორტულ დასვენებას ზღვის . ნომერი შექმნილია ელეგანტური დეკორით, აქვს მოსასვენებელი სივრცე, საკუთარი აივანი და დიდი აბაზანა.

Grandeur Hotel-ში ჩვენ ვცდილობთ შეგიქმნათ უნიკალური და დაუვიწყარი მოგონება, ვუზრუნველყოთ სტუმრები დამსახურებული კომფორტით.

მოგვანდეთ თქვენი დასვენება დაუვიწყარი და სასიამოვნო მოგონებისთვის.